05 მარ 2026
სურსათზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასების განსაზღვრის მიზნით კომისიის შეხვედრა გაიმართება. პარლამენტში კვლავ სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს ელოდებიან.
მმართველ გუნდს მოლოდინი აქვს, რომ კომისიის მუშაობა შედეგს გამოიღებს, ოპოზიციაში სკეპტიკურად არიან განწყობილნი.
სხდომა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.