"ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელი

08 ოქტ 2025

საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს  შეიტანს, რომლითაც ოფიციალურად მოითხოვენ კონკრეტული ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას.     

პარლამენტმა 5 თვის წინ საკანონმდებლო ცვლილებებიც მიიღო, რომლითაც პარტიების აკრძალვა  მარტივდება.  

მოხვდება თუ არა საკონსტიტუციო სარჩელში პარტიები “ლელო ძლიერი საქართველო” და “გახარია საქართველოსთვის” - კითხვაზე  „ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა,  თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობა  თავისი სატელიტებით აუცილებლად უნდა ჩამოსცილდნენ ქართულ პოლიტიკას“.