05 მარ 2026
აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონში მდებარე აეროპორტზე ირანული დრონის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„5 მარტს, დაახლოებით შუადღეს, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან დრონებით შეტევა განხორციელდა აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის მიმართულებით. ერთი დრონი ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის აეროპორტის ტერმინალის შენობაზე დაეცა, ხოლო მეორე - შეკარაბადის სოფელში მდებარე სკოლასთან. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ შეტევას, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკიდან მომდინარეობდა, რის შედეგადაც დაზიანდა აეროპორტის შენობა, ხოლო ორი ადამიანი დაშავდა“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აზერბაიჯანული მედია, იტყობინება, რომ დაშვებულები ნახიჩევანის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მათივე ცნობით, აეროპორტის მახლობლად მდებარე სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა, ხოლო მასწავლებლები და მოსწავლეები ევაკუირებულნი არიან.