09 ოქტ 2025
კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი დღეისთვის რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრას აანონსებს. კრემლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა ტაჯიკეთის დედაქალაქში იგეგმება. მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები იქნება.
რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის ეს შეხვედრა დიდი ხნის შემდეგ პირველი იქნება.
პუტინი და ალიევი სექტემბერში ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა პირდაპირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ.