09 ოქტ 2025
რძის მწარმოებელ მსხვილ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით.
უწყების ინფორმაციით, ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ფერმერებს ინფორმაცია მიაწოდეს სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე ცხოველთა იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც გავრცელებულია რეგიონში და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ვაქცინაციებზე.