ავარია ქობულეთში - დაშავდა ერთი ადამიანი

09 ოქტ 2025

ქობულეთში ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომობილი ჯერ ერთმანეთს, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი ხიდის ჯებირს  შეეჯახა. მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ბრიგადა და საპატრულო პოლიციიის ეკიპაჟი.

მომხდარის გამო ძველ საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდა.