06 მარ 2026
ქართული ხალხური ქორეოგრაფიისა და სიმღერის მასტერკლასების მონაწილეებს დღეს სერტიფიკატები გადაეცათ.
მასტერკლასები სამი დღე გაგრძელდა და მასში სხვადასხვა ანსამბლიდან ასზე მეტი პირი მონაწილეობდა.
პროგრამის ფარგლებში ტრენინგები ქორეოგრაფებსა და ლოტბარებს, სახელოვნებო-საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების წარმომადგენლებს, მოწვეულმა და ადგილობრივმა ტრენერებმა ჩაუტარეს.
პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება და მისი მიზანია სასწავლო პროცესში თანამედროვე და ტრადიციული მეთოდოლოგიების ინტეგრირება, ასევე ქორეოგრაფებისა და ლოტბარების პროფესიული გაძლიერება. პროგრამას აჭარის კულტურის სამინისტრო ახორციელებს.