პროექტი „კარგი მასპინძელი" 

10 ოქტ 2025

აჭარაში პროექტი „კარგი მასპინძელი“ მიმდინარეობს. ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი ევროპული მოდელის „Good Host“-ის ანალოგია და მისი მიზანია ქალაქგარეთ გამორჩეული სტუმარ-მასპინძლობის, ავთენტური გარემოს, ვიზუალის მქონე საოჯახო-სასტუმროების პოპულარიზაცია.

პროექტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროექტების განვითარების სააგენტომ, რეგიონში საოჯახო-სასტუმრო სახლების წახალისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასულ წელს დაიწყო. 

აღნიშნულ სტატუსს აჭარაში უკვე 15-მდე საოჯახო-სასტუმრო სახლი ფლობს.