07 მარ 2026
ირანის დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ დაესხას თავს მეზობელ სახელმწიფოებს, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ის შემთხვევები, თუ მეზობელ ქვეყნებში მდებარე ამერიკული ბაზებიდან ირანზე თავდასხმა განხორციელდება.
„გუშინ დროებითმა მმართველმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ნებისმიერი თავდასხმა და რაკეტების გაშვება მეზობელი ქვეყნების მიმართულებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ირანზე თავდასხმა ამ ტერიტორიებიდან მოხდება“, - განაცხადა პეზეშკიანმა.