გამოფენა ქალთა კვირეულის ფარგლებში

08 მარ 2026

ქალთა კვირეულის ფარგლებში,  მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. საკუთარი პროდუქცია დამთვალიერებელს აფხაზეთიდან დევნილმა ქალებმა წარუდგინეს.ღონისძიება აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებითა და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.  
ვიდეომასალას აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საექსპოზიციო სივრცე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა. მან მეწარმეებს ქალთა დღესასწაული მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში აფხაზეთის მთავრობის სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.