დღეს საქართველოს ნაკრები ესპანეთს შეხვდება

11 ოქტ 2025

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრას ქალაქ ელჩეში ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს.

მატჩი 22:45 საათზე დაიწყება, ხოლო პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.