8 მარტი – ქალთა დღე

08 მარ 2026

 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ხანდაზმულთა თავშესაფარს ეწვია და ქალბატონებს 8 მარტი მოულოცა. მინისტრის გადაწყვეტილებით, ხანდაზმულთა თავშესაფარში მცხოვრები ქალბატონი, ლუარა სარიშვილი, რომელიც 30 წელი სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, წლების შემდეგ, სკოლას დაუბრუნდება და მას ექნება შესაძლებლობა, ბავშვების გარემოცვაში ემსახუროს იმ საქმეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა.