საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს

08 მარ 2026

 საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრებს „ავჭალის“ სტადიონზე უმასპინძლა, 53:30 დაამარცხა და 15 მარტს ფინალში ითამაშებს. ამას გარდა, საქართველოს ნაკრებმა მეოცედ მოიპოვა ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის 2002  წლიდან თამაშდება. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა  15 მარტს ლეგანესში,  გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები ესპანეთსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩში გამარჯვებულს შეხვდება. საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების თამაშს საქართბელოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, დაესწრო.