8 მარტი – ქალთა დღე

08 მარ 2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცა. გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან ერთად, იმერეთის რეგიონში, ქალთა კვირეულის ფარგლებში იმყოფებოდა, სადაც დევნილ ქალბატონებს სახლში ესტუმრა და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა. ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.