მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო კვირეული

09 მარ 2026

ქვეყნის მასშტაბით, მომხმარებელთა დაცვის საერთაშორისო კვირეული იმართება. ღონისძიების მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. გახსნით ღონისძიებაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საჯარო და კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კვირეული მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად 15 მარტს აღინიშნება.