09 მარ 2026
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის სარეგისტრაციო პროცედურის გავლას იუსტიციის სამინისტრო ბიზნესსუბიექტებს შეღავათიანი პირობებით სთავაზობს.
უწყების ინფორმაციით, დღეიდან 20 მარტის ჩათვლით მეწარმეებს შესაძლებლობა აქვთ სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ და რეგისტრაცია განახევრებულ ფასად - 200-ის ნაცვლად 100 ლარად გაიარონ.
ბიზნესსუბიექტები რეგისტრაციისას უფასოდ ისარგებლებენ წინასწარ დამტკიცებული სტანდარტული წესდებით.
იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე 2026 წლის 1 აპრილამდე სარეგისტრაციო მონაცემებს არ მოიყვანს კანონთან შესაბამისობაში სამეწარმეო საზოგადოებას შეუჩერდება რეგისტრაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამონაწერი აღარ გაიცემა.