09 მარ 2026
სატყეო სექტორში დაგეგმილი რეფორმის მთავარი მიმართულებები განიხილა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
უწყების ინფორმაციით, სატყეო რეფორმის თანახმად, ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება. იანვრიდან გაორმაგდა ტყის მცველთა ხელფასები.
ასევე, გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება. რეფორმის ფარგლებში, ტყის დაცვისა და მონიტორინგის ეფექტიანობის გასაზრდელად, გათვალისწინებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ტექნიკური გადაიარაღება.