ისრაელი ალი ჰამენეის მემკვიდრის ლიკვიდაციით იმუქრება

09 მარ 2026

ისრაელი ალი ჰამენეის მემკვიდრის ლიკვიდაციით იმუქრება. დონალდ ტრამპი „უკმაყოფილოა“ ირანის მიერ მოჯტაბა ხამენეის ახალ უზენაეს ლიდერად დანიშვნით. ინფორმაციას ფოქს-ნიუსის წამყვანი ბრაიან კილმიდი ავრცელებს, რომელიც ირანის ახალი ლიდერის არჩევის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტს ესაუბრა.

ამერიკის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ირანის ლიდერის არჩევისას გაეთვალისწინებინათ აშშ-ის პოზიცია, რომელიც თეირანთან ომშია. 

აშშ-ის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ მეშვიდე ამერიკელი გარდაიცვალა ირანის მიერ ერთი კვირის წინ განხორციელებული პირველი კონტრშეტევის დროს მიღებული ჭრილობებისგან.  გაეროში ირანის ელჩის თქმით, აშშ-ისრაელის თავდასხმების შედეგად სულ მცირე  ათას 332 ირანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ათასობით დაშავდა.