ისრაელის ქალაქ ჰაიფაში სირენების ხმა ისმოდა

09 მარ 2026

ისრაელის ქალაქ ჰაიფაში სირენების ხმა ისმოდა, როდესაც ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები ირანული რაკეტის განეიტრალებას ცდილობდნენ. ისრაელის ცენტრალურ ნაწილში  სასწრაფო დახმარების სამსახურები   მობილიზებული იყვნენ სარაკეტო დარტყმის ადგილზე, სადაც  სარაკეტო თავდასხმა მოხდა.

 რაკეტის ნამსხვრევებით დაშავდა ერთი ქალი, ის მოგვიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. საჰაერო განგაშის სიგნალი იყო ჩართული თელ-ავივშიც.

იერუსალიმის თავზე საჰაერო თავდაცვის ძალებმა  ერთი რაკეტა გაანეიტრალა.   ბოლო თავდასხმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ირანმა აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯტაბა,  უზენაესი ლიდერის თანამდებობაზე დანიშნა.