ბაჰრეინზე ირანული დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა 

09 მარ 2026

32 ადამიანი დაშავდა  ბაჰრეინზე ირანული დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ყველა დაშავებული ბაჰრეინის მოქალაქეა, მათ შორის 17 წლის გოგონაა, რომელმაც თავისა და თვალის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო. დაშავებულებს შორის  ორი თვის ბავშვია.

ოთხი პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, მათ შორის არიან ბავშვები, რომლებსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდათ. ირანის დრონებით თავდასხმა ორშაბათს დილით სიტრას რაიონზე განხორციელდა. 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებზე ასახულია თავდასხმის შედეგად დაზიანდა მანქანები და შენობები, ხოლო ქუჩებში ნანგრევები მიმოფანტული. 

ირანული დრონით თავდასხმა მოხდა ასევე  ბაჰრეინის ბაპკოს უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიმართულებით.