09 მარ 2026
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100 დოლარს იმ საფრთხის ფონზე, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომმა შესაძლოა ხანგრძლივად შეაფერხოს გადაზიდვები ჰორმუზის სრუტით.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან ენერგომომარაგების სერიოზული შეფერხებები მთელ მსოფლიოში მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის ფასების ზრდის საფრთხეს აჩენს. დღეს აზიაში ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი დაახლოებით 15.5%-ით გაიზარდა და ბარელზე 107.16 დოლარი შეადგინა, ხოლო აშშ-ის ნიმექს-ლაით-სვიტის ტიპის ნავთობის ფასი 17%-ზე მეტით გაიზარდა და 106.77 დოლარი შეადგინა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნავთობის ფასების ზრდას გამოეხმაურა და მას „მოკლევადიანი“ უწოდა.
თავის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა დაწერა, რომ ნავთობის ფასი სწრაფად დაეცემა ირანის ბირთვული საფრთხის განადგურების შემდეგ, რაც მისი თქმით, მცირე ფასია აშშ-სთვის, მსოფლიოსთვის, უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის“.