09 მარ 2026
ბაჰრეინის მეფე შეშფოთებას გამოთქვამს ბაჰრეინსა და სხვა არაბულ ქვეყნებზე ირანის მხრიდან „უპრეცედენტო თავდასხმების გამო. მონარქის თქმით, ამ თავდასხმების გამართლებას ირანი ვერავითარი საბაბით ვერ შეძლებს, რადგან სამეფო ყოველთვის მშვიდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ ისწრაფოდა.
დღეს ირანმა ბაჰრეინზე დრონებით თავდასხმა განახორციელა. დაშავებულია 32 ადამიანი.
ირანული დრონების სამიზნე სახელმწიფო ენერგოკომპანია ბაპკო ენერგის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო.
კომპანიამ თავდასხმის შემდეგ ფორსმაჟორული მდგომარეობის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ შიდა ბაზრის ყველა საჭიროება სრულად უზრუნველყოფილია და მომარაგება გაგრძელდება შეუფერხებლად.
ფორსმაჟორული მდგომარეობის გამოცხადება კომპანიას საშუალებას აძლევს, გათავისუფლდეს სახელშეკრულებო ვალდებულებებისგან მის კონტროლს მიღმა არსებული საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში.