09 მარ 2026
ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სინაგოგაში აფეთქება მოხდა. ინციდენტს ხელისუფლების წარმომადგენლები ანტისემიტურ თავდასხმად აფასებენ. აფეთქების შედეგად დაზიანდა სინაგოგის შენობა, დაშავებულები არ არიან.
ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, რომელიც დილის 4 საათზე მოხდა, სინაგოგის, ასევე გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე შენობის ფანჯრები ჩაიმსხვრა.
მიზეზი უცნობია, პროკურორის ინფორმაციით, საქმე ფედერალურ ხელისუფლებას გადაეცა, რომელიც, ტერორიზმთან ან ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ ინციდენტებს იძიებს.
ლიეჟის მერმა, მომხდარი დაგმო და ანტისემიტიზმის აქტად შეაფასა.