09 მარ 2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა თავშესაფრების წარმომადგენლებთან განიხილა, რომლებიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფასოდ განახორციელებენ უპატრონო/მიკედლებული ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, სტერილიზაცია/კასტრაციას, ტესტირებას სხვადასხვა დაავადებაზე.
აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული პატრონიანი ძაღლების აღრიცხვა და მეპატრონეებზე პასუხისმგებლობის დაკისრება, რაც მაქსიმალურად შეამცირებს ძაღლების ქუჩაში მიტოვების შემთხვევებს.