არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ „მშვიდობის პროექტი“ სულ უფრო მეტად ემსგავსება „ომის პროექტს“, თუმცა, ფაქტია, თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას - შალვა პაპუაშვილი

12 ოქტ 2025

არ ვიცი, რამდენად აცნობიერებენ ევროკავშირის დედაქალაქებში, რომ „მშვიდობის პროექტი“ სულ უფრო მეტად ემსგავსება „ომის პროექტს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ამაზე თავად ევროკავშირის ლიდერებმა უნდა იმსჯელონ. თუმცა, ფაქტი ერთია – თბილისის ქუჩის ომების უკან ბრიუსელი დგას“,- წერს პაპუაშვილი და აზიარებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ბრიუსელის „საომარი გეგმის“ წინააღმდეგ პეტიციების კამპანიას იწყებს. ორბანის თქმით, ევროპა „ცხელი შემოდგომის ზღურბლზეა”, რადგან კონტინენტი „სულ უფრო და უფრო სწრაფად მიექანება ომისკენ“.