ტრამპი - ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, ოცჯერ უფრო ძლიერად დავარტყამთ

10 მარ 2026

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ოცჯერ უფრო ძლიერი დარტყმით ემუქრება, თუ თეირანი ნავთობის ნაკადს ჰორმუზის სრუტეში შეაჩერებს. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ მედიაში დაწერა. ნავთობის ფასი დაეცა  მას შემდეგ, რაც ტრამპმა  ახლო აღმოსავლეთში ომის მალე დასრულება ივარაუდა.

ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა  ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას წარმატებული უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ის ქმედებები გაგრძელდება. მისი თქმით, ირანიდან დრონების გაშვება 83%-ით შემცირდა.

ირანის გოგონათა სკოლაზე თავდასხმის შესახებ კითხვაზე ტრამპმა უპასუხა, რომ ინციდენტი გამოძიების პროცესშია. აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო ზარის შესახებაც ისაუბრა.  ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ჰქონდა „ძალიან კარგი საუბარი“ რუსეთის პრეზიდენტთან უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შესახებ.