ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22 - კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

13 ოქტ 2025

თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო დეპარტამენტი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ21 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.