10 მარ 2026
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანთან ომში დაღუპული მეშვიდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის ვინაობა და ფოტო გამოაქვეყნა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, იგი 26 წლის სერჟანტი ბენჯამინ პენინგტონია, რომელიც საუდის არაბეთში აშშ-ის ჯარებზე 1-ელ მარტს თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
მისი ცხედარი დელავერში ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის თანდასწრებით გამართულ საპატიო ცერემონიაზე გადაასვენეს. ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანმა კონფლიქტმა 1200-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.