10 მარ 2026
უზბეკეთის დედაქალაქში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს. კულტურის დღეები საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლის - „ერისიონისა“ და უზბეკეთის ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრის ანსამბლ „ტუმორის“ გალაკონცერტით გაიხსნა, რომელიც ოპერისა და ბალეტის დიდ თეატრში გაიმართა.
მოეწყო ასევე ქართულ-უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
დღეს და ხვალ ალიშერ ნავოის სახელობის კინოთეატრში ნაჩვენები იქნება რეჟისორების - ელდარ შენგელაიასა და მიხეილ კობახიძის ფილმები.