ლონდონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა

10 მარ 2026

ლონდონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა დღეს იხსნება, რომელშიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მწერალთა სახლი ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით იქნება წარმოდგენილი. ქართული ლიტერატურისა და წიგნის პოპულარიზაციის მიზნით, დელეგაციის წევრები შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის მთარგმნელებთან და გამომცემლებთან გამართავენ, ავტორები კი ახალ მოთხრობათა კრებულებს წარადგენენ.

ოლიმპია ლონდონში ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება 80-მდე გამოცემა. დაინტერესებულ პირებს ადგილზე გააცნობენ უნიკალურ ქართულ კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას. ლონდონის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 1971 წლიდან იმართება. მასში, ყოველწლიურად, 25 000-ზე მეტი გამომცემელი, ლიტერატურული აგენტი და მედიის წარმომადგენელი მონაწილეობს.