10 მარ 2026
საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებისთვის მიღება გაიმართა. ღონსიძიებას სპორტის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი დოლაბერიძე და ლევან მგალობლიშვილი - დაესწრნენ. საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წელს მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა საერთაშორისო არენაზე.
ხორვატიისა და რუმინეთის წინააღმდეგ ჩატარებული ორი თამაშიდან გუნდმა ორივეში გაიმარჯვა, მსოფლიოს რეიტინგში 7 ქვეყანას გაუსწრო და 33-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ღონისძიების მიზანი ქალთა რაგბის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერაა.