გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება

10 მარ 2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე საათია გამოკითხვაზე იმყოფება ექსპერტი გია ხუხაშვილი. იგი უწყებაში  გუშინ ერთ-ერთი ეთერში გაკეთებულ განხადებასტან დაკავშირებით არის დაბარებული.

შენობაში შესვლამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ტერაქტების სერიაზე საუბრისას მხედველობაში რეგიონი ჰქონდა და საქართველო არ უხსენებია. ხუხაშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ ჯგუფებზე, რომლებიც, მისი თქმით, მომზადებას გადიან ამერიკის მიერ დასანქცირებულ „ალ მუსტაფას“ უნივერსიტეტში. 

ხუხაშვილის მტკიცებით, ამ ჯგუფებში საქართველოს მოქალაქეებიც არიან.