ტრამპი ისრაელში ჩავიდა

13 ოქტ 2025

აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელში გაემგზავრა. დღესვე ტრამპი  ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოვა. იქედან კი ეგვიპტეში, შარმ-ელ-შეიხში გაემგზავრება, სადაც ღაზის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერების სამიტს დაესწრება.

ღაზაში ომი დასრულდა და ახლო აღმოსავლეთი მშვიდობიან ცხოვრებას უბრუნდება, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელში ჩაფრენისას.