10 მარ 2026
საქართველო წელს უკვე მეექვსედ უმასპინძლებს ლაზური ფოლკლორისა და სიმღერის ფესტივალს, რომელიც ტრადიციულად ორი ქვეყანას, საქართველოსა და თურქეთის მუსიკალური ჯგუფებისა და სოლო შემსრულებლების მონაწილეობით იმართება.
სწორედ აღნიშ ულ ფესტივალთან დაკავშირებით მისი ორგანიზატორები, “ლაზური პროექტის” ხელმძღვანელი, მომღერალი დავით შანიძე და პროექტის სხვა მონაწილეები თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ქემალფაშაში იმყოფებოდნენ.
მათ შეხვედრა გამართეს ქალაქის მერთან და ორი ქვეყნის მეგობრულ, ასევე კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ფესტივალი სწორედ ამ ურთიერთობების გაღრმავებას და ლაზური ფოლკლორის განვითარება-პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
დღეს შეხვედრას ესწრებოდა ასევე ლაზი მუსიკოსი და მომღერალი სერგენ აბანოზი, რომელიც დავით შანიძესთან ერთად საფესტივალო დუეტს სიმღერით ჯინველო ლაზურ და ქართულ ვერსიას ჩაწერს.
ფესტივალის ფარგლებში პირველი კონცერტი 12 მაისს თბილსიში, აგვისტოში კი ბათუმში ჩატარდება. მოგვიანებით კი მას ქემალფაშა უმასპინძლებს.
ღონისძიება აქ მაკრიალის ეკლესიის ეზოში გაიმართება. ეს ის ეკლესია, სადაც ქართველი მეფის ბაგრატ მეხუთისა და ანა კომნენოსის სამეფო ქორწილი გაიმართა.