სარკინიგზო კატასტროფა სლოვაკეთში

13 ოქტ 2025

20 ადამიანი დაშავდა სლოვაკეთში ორი მატარებლის შეჯახების  შედეგად. ინფორმაცია ადგილობრივმა  სასწრაფო დახმარების სამსახურმა და  მედიამ გაავრცელა.

დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სლოვაკეთის სამაშველო სამსახურმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ადგილზე ვერტმფრენი და სასწრაფო დახმარების მანქანები გაგზავნა.