თანამშრომლობის ხელშეკრულება დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის

11 მარ 2026

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის მილიონ 300 ათას ლარამდე ღირებულების ორი ხელშეკრულება გაფორმდა.

შეთანხმების მიზანი  დაცული ტერიტორიების სისტემის გაძლიერება და თანამშრომელთა მხარდაჭერაა.

უწყების ინფორმაციით, ხელშეკრულებები ითვალისწინებს როგორც სააგენტოს თანამშრომელთა სახელფასო დანამატებით უზრუნველყოფას, ასევე ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის საოპერაციო საქმიანობის მხარდაჭერას.