11 მარ 2026
დაშავებული ფრინველები - ყანჩა და „წითელი ნუსხით“ დაცული შურთხი გადაარჩინეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. უწყების ინფორმაციით, ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე ნაპოვნი დაჭრილი ყანჩა და შურთხი, თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი ვეტერინარული დახმარება გაუწიეს.
გამოჯანმრთელების შემდეგ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფრინველები ბუნებრივ გარემოში დააბრუნეს - ყანჩა კრწანისის ტყე-პარკში, შურთხი კი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გაუშვეს.