ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა

11 მარ 2026

დღეს პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება. დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე საცალო ქსელების ოპერატორებს მოუსმენენ.

შეხვედრები უკვე გაიმართა დისტრიბუტორებთან, იმპორტიორებთან და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან. კომისია სამი თვის ვადით შეიქმნა.

მისი მიზანი ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადებაა.