პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა

11 მარ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად, მუსლიმ თემს იფთარზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა თანამედროვე, ძლიერი ქართული სახელმწიფოს შენების პროცესში მუსლიმი თემის როლზე ისაუბრა და მათ დამდეგი რამადან-ბაირამი მიულოცა.

იფთარზე შეკრებილ მუსლიმ თემს სიტყვით მიმართეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა, საქართველოს მუსლიმთა შეიხმა და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა