პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

11 მარ 2026

ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა მიმდინარეობს პარლამენტში. დღეს დეპუტატები საცალო ქსელების ოპერატორებს უსმენენ.  

როგორც კომისიაზე აღნიშნეს გამოვლინდა რიგი პრობლემები, რომელიც მოქმედებს ფასწარმოქნის ჯაჭვზე და პროდუქციის თვითღირებულებაზე. შეხვედრები უკვე გაიმართა დისტრიბუტორებთან.

კომისია სამი თვის ვადით შეიქმნა. მისი მიზანი ფასწარმოქნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადებაა.