თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება

14 ოქტ 2025

"ფედერალისტების" ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, 4 ოქტომბრის დამხობის მონაწილეების დაკავებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ამ ხალხს დააკავებდა, თუმცა - სხვა მუხლით. 

ჩერგოლეიშვილის განმარტებით, ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირებს უფრო მსუბუქი მუხლით დააკავებდა, ვინაიდან, დამხობის სცენარი არ არსებობს.

პოლიტიკოსმა ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზეც გააკეთა აქცენტი.