„ქართული ოცნება" ბრიუსელისგან პასუხს ელოდება

14 ოქტ 2025

''ქართული ოცნება'' ამ დრომდე ელოდება რეაგირებას დასავლელი აქტორებისგან, თბილისში  4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებზე.

სახელისუფლებო გუნდი ოფიციალური ბრიუსელისგან დედაქალაქში განვითარებული პროცესებისგან გამიჯვნის მოლოდინშია.

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც ბრიუსელი დუმილს ინარჩუნებს.