11 მარ 2026
საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 1.8%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში 5.6%-ით გაიზარდა გარდაცვლილთა, 8%-ით კი დაშავებულთა რაოდენობა. ეს მონაცემები ორგანიზაცია საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ბრიფინგზე გააჟღერა.
ეკა ლალიაშვილის განცხადებით, სტატისტიკის მიხედვით, ყოველი მესამე დაღუპული არის ფეხით მოსიარულე.
ტრაგიკული შემთხვევების შესამცირებლად ლალიაშვილის შეფასებით მხოლოდ სანქციების ზრდა საკმარისი არ არის, მისი განცხადებით საჭიროა კომპლექსური მიდგომა, რაც სანქციების გამკაცრებასთან ერთად საგანმანათლებლო კამპანიებს, აღსრულების სისტემის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურულ ცვლილებებსა და უწყებათა შორის თანამშრომლობას მოიცავს.
ისაუბრა ავტომანქანით ბავშვების ტრანსპორტირებისთვის საჭირო სავარძლების აუცილებლობაზეც. რაც შეეხება ქვეყანაში ავტოპარკის გაახალგაზრდავებასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციას. ლალიაშვილი ამბობს, რომ 6 წელზე დიდი ასაკის ავტომობილების შემოყვანის შეზღუდვა, ქვეყანაში ავარიების თვალსაზრისით სურათს დიდად ვერ შეცვლის.