11 მარ 2026
გასული წლის 14 ივნისს ერგეში 33 წლის ბესო ბოლქვაძის მკვლელობის შეუტყობინებლობის საქმეზე მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.
დღეს ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გამოძიება თამაზ შარაძეს ედავება.
ოჯახისა და ადვოკატის ინფორმაციით, ლაითურის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ბრალდებულის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას.
დაცვის მხარე ასევე აცხადებს, რომ თამაზ შარაძეზე პოლიციელებმა გასულ წელს მისი დაკავების შემდეგაც იძალადეს. ადვოკატის თქმით შესაბამის უწყებებს უკვე მიმართეს.
სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულისა და მოკლული ახალგაზრდა კაცის ოჯახის წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მოკლულის ოჯახი ბრალდებულის მიმართ მაქსიმალური სასჯელის გამოყენებას ითხოვს და მკვლელობის მოტივზე საუბრობს.
33 წლის ბესო ბოლქვაძის მკვლელობის საქმეზე ნაფიცებმა გოგი ბარამიძე 4 მარტს გაასამართლეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.