12 მარ 2026
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში, ჩამოწოლილია მეწყერი.
საგანეგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სტიქიის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე შესაბამისი ტექნიკა.
მეხანძრე-მაშველები აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ სამუშაოებს და მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის მიზნით.
ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სოფელ კურსებში მყოფ მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოც ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას. სააგენტოს გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება.