გივი თარგამაძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება

12 მარ 2026

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. შესვლამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სასაუბრო ნამდვილად ბევრი აქვს.

თარგამაძის თქმით, მისი განცხადებები ღია წყაროებზე  დაყრდნობითაა გაკეთებული. მისი თქმით, ხელისუფლება რეალურ საფრთხეებს ყურადღებას არ აქცევს.

თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მის ადვოკატთან, ბექა ბასილაიასთან ერთად იმყოფება.