წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი მარნეულის მუნიციპალიტეტში

12 მარ 2026

წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი მარნეულის მუნიციპალიტეტში. სოფელ ყიზილაჯლოს მიმდებარედ, მოქალაქემ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვა 335 კუბური მეტრი მოცულობის ბაზალტის ქვა.

უწყების ინფორმაციით, მასალები შეიცავს  სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.