12 მარ 2026
საქართველოს საპატრიარქოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ტყის მართვის ერთობლივი კომისიის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ეკლესია-მონასტერთა მიმდებარე ტყის ფართობების დაცვის და მართვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ისაუბრეს ასევე სამომავლო პერსპექტივებზე ტყის ეკოსისტემების დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით.
აღინიშნა, რომ ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიებზე ტყის რესურსების დაცვასა და ორმხრივი თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
კომისიის მიზანია ტყის რესურსების პასუხისმგებლიანი და მდგრადი მართვის ხელშეწყობა.