„საქართველოს მელიორაციის“ სისტემის წარმომადგენლებმა შიდა ქართლში ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრა გამართეს

12 მარ 2026

საირიგაციო წყლის მომსახურების სუბსიდირების სქემა, წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების გაფორმების საჭიროება, სარწყავი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები - ეს საკითხები ადგილობრივ ფერმერებთან გამართულ შეხვედრაზე „საქართველოს მელიორაციის“ სისტემის წარმომადგენლებმა. 

შიდა ქართლში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წყალმომხმარებლების მხრიდან კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება უზრუნველყოფს წყლის რესურსის სწორ მართვას, სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას და სასოფლო-სამეურნეო მიწების გარანტირებულ მორწყვას.