ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

12 მარ 2026

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს.

ახალი ხელმძღვანელი ჯავარა უგრეხელიძე თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა და კლინიკის განვითარების სამომავლო გეგმებიც გააცნო.კლინიკის ყოფილი დირექტორი გოგა მესხი საქმიანობას სოციალურ მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს.

საავადმყოფოს ახალი დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია, 2024 წლის მარტიდან დღემდე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში მუშაობდა.